воскресенье, 13 ноября 2011 г.

მე და შენ...: )


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა...
ბოლო დღეებში ეს ლექსი ამეკვიატა....რა სისულელეაა....არ მომწონს....
იცი...ჩვენ არასდროს შევხვდებით ასე გზაში ერთმანეთს...იმიტომ რომ სულ ერთად ვივლით....ჩვენს სიყვარულს ასეთი იარა არასდროს ექნება და მითუმეტეს არც არასდროს გაიხსნება...საშინელებაა შეკრული იარა...უკვე თითქმის შეხორცებული...დროის ყოვლისშემძლე ხელის მიერ...თუმცა მაინც დაღდასმული....არასოდეს გაქრება...რომც ვეღარ გრძნობდე, შემთხვევით თვალის მოკვრისას ისევ გაგახსენებს ყველაფერს...თითქოს მოგონებების სამუდამო ტყვეობაში ხარ...


არ ექნება ჩვენს სიყვარულს შეხორცებული იარა....პირობა მომეცი რომ არ ვაცლით დროს, ყველაფერი გაყინოს...არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სულებში ურცხვად ხელი აფათუროს და დავიწყებას მისცეს თუნდაც უმცირესი დეტალები...
არასდროს ექნება ჩვენს გრძნობას ეს ავადმყოფური დაღი...

და თუ....თუკი ერთმანეთს გულს ვატკენთ....თუკი იარა მაინც იარსებებს...ის ცოცხალი იქნება....ცხელი...ადუღებული სისხლით....მუდამ მტკივნეული და აბორგებული, მანამ ...სანამ ერთმანეთს კოცნით არ დავუამებთ ტკივილებს და იარაც მთებში ჩამოწოლილი ნისლივით არ აორთქლდება...


მანამდე  კი.....
მანამდე ჩვენი ჭრილობებიდან გადმომდინარე  სისხლის მდინარეები გულიდან მთელ სხეულს დაივლიან...წითლად შეღებავენ სავალ გზას და ბოლოს ერთმანეთს შეუერთდებიან ისე,თითქოს არც არასდროს დაშორებულან.....და ეს ორმაგი ძალის...(ჩვენთვის) ყოვლისმომცველი და წამლეკავი ტალღა მიქცევის დროს წაიღებს ყველაფერს...რისი გაცემაც გვინდოდა მაგრამ სიყვარულის სახელით გვენანებოდა....
წაიღებს წყენას....ცრემლებს...შემთხვევით ნათქვამ უხეშ სიტყვებს....სიფრთხილეს...გრძნობის დამღუპველ წინდახედულებას...ეჭვებს...ფიქრს...შიშს....
წაიღებს....

და ჩვენ ისევ დავიწყებთ....დავიწყებთ თავიდან ყველაფერს....სუფთა ფურცლიდან....ყველაფერის გარეშე....თითქოს ამნეზია გვექნება...გვეხსომება მხოლოდ ერთმანეთის თვალის ფერი და ის, რომ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს....
ჩვენ ერთმანეთს მილიონ ადამიანშიც გამოვარჩევთ....უსიტყვოდ ვიცნობთ ერთმანეთს....გავუღიმებთ... მე გკითხავ...
- და მერე??...რა იქნება მერე..?
შენ მიპასუხებ...
- მერე..?...მერე ყველაფერი კარგად იქნება....
მე დავმშვიდდები და გამოწვდილ ხელზე მაგრად ჩაგეჭიდები....და ასე გაგრძელდება ალბათ...ალბათ უსასრულოდ....

_______


სანამ...სისხლი კვლავ არ დაიწყებს წვეთას....
თუმცა მერე რა???...მე ხომ ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება... : )))))

                                                                                         სიყვარულით:   NiiiNuca <3


Комментариев нет:

Отправить комментарий