пятница, 16 декабря 2011 г.

მიზეზი, თუ რატომ მიყვარს......


მმმმდა...დიდი ხანია არაფერი დამიწერია...არც კი ვიცი რა მაწუხებს კონკრეტულად, თორემ აქამდეც ვეცდებოდი ფურცელზე გადმომეტანა და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ფიქრების ქაოსი...
რაღაცნაირად დავცარიელდი...ასეთი პერიოდი რამოდენიმეჯერ უკვე მქონდა ცხოვრებაში....უფრო სწორად, რომ დავუკვირდეთ, მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი პერიოდის ხანგრძლივობაა...დროებითი "გამონათებებით"..
თითქოს საკუთარ თავს გარედან ვუყურებ, ხან მეცოდება ეს გოგო...ხანდახან მეზიზღება კიდეც...თუმცა რა მისი ბრალია რომ  ქაოსში დაიბადა...ქაოსში ცდილობს გადარჩენისთვის ბრძოლას და არავინ..სულ სულ სულ არავინ არ ყავს : )....ბევრი ნაბიჯი გადადგა არასწორად...ნამდვილი..მიწიერი ცოდვილი ევაა...და არც არანაირი პრეტენზია არა აქვს ამიტომაც ბედნიერებაზე...თუმცა იმას, თუ რატომაა დაბადებიდანა ასეთი ცხოვრებისთვის განწირული, მოკალი და ვერ ხვდება : )))....რა უნდა დაეშავებინა ამ ქვეყნად მოსვლამდე ასეთი....ღმერთის ნებაა?? : )))...შეიძლება...ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი შეცდომების ღმერთისთვის გადაბრალება....
ყოველთვის ასეა...ერთ შეცდომას მეორე მოყვება..მეორეს მესამე...და გრძელდება..თავიდან თავს იმით იიმედებ, რომ ჯერ ყველაფერი არ დაგიკარგავს...მერე უკვე იმას ცდილობ უკანასკნელი პრინციპი მაინც შეინარჩუნო....თითქოს ყველა შენს წინააღმდეგ მოქმედებს...ადამიანებიც და გარემოებებიც....
სწორედ ასეთ დროს რჩები მარტო...საკუთარი თავიც კი გტოვებს : )...და ამ დროს, როგორც არასდროს, ისე ძლიერდება თვითგადარჩენის ინსტინქტი....მაშველი რგოლივით ეძებ ვინმეს...სწორედ ვინმეს, და არა რამეს...რადგანაც იცი რომ კეთილ რჩევას, მოცემულ შანსს ან შემთხვევას კი არ შეუძლია შენი გადარჩენა, არამედ უფრო ძლიერ, ყოვლისმომცველ ადამიანურ გრძნობას...ადამიანურ სითბოს..სულიერ სიახლოვეს...თვალებით გაწეულ თანაგრძნობას...აქამდე ნაოცნებარ ბედნიერებას...
როცა პოულობ მას...გინდა რომ არასოდეს გაუშვა, რადგან ზუსტად იცი, მის გარეშე დაიღუპები...რადგან ის, ოკეანეში მყოფი ერთადერთი ოქროს თევზივითაა, რომელიც მხოლოდ სასწაულის წყალობით იპოვე..და მისი გაშვება სხვა რომ არაფერი, დანაშაულია  :))....ისე ეჯაჭვები მასთან ყოფნის იდეას, რომ ბავშვურ ჭირვეულობაში, ახირებულობაში გადაგდის...ნებისმიერ პრობლემაზე პანიკაში ვარდები, იმის წარმოდგენისას, რომ შეიძლება წავიდეს..დაგშორდეს...ან უფრო უარესი...შენს ნაცვლად სხვასთან იყოს....
შეპყრობილი ხარ მისით...აღმერთებ...ყველაფერი მისთვის გინდა...და მისგან მხოლოდ ერთ რამეს...სიყვარულს ითხოვ....მხოლოდ იმას, რომ მარადისობამდე გაგრძელდეს ყველაფერი ისე, როგორც იმ მომენტშია...და თუ აქამდე ყველაფერზე ხელი გქონდა ჩაქნეული, ახლა სულაც არ გეჩვენება შეუძლებლად ბედნიერი მომავლის პერსპექტივა...ოღონდ მხოლოდ მასთან ერთად...წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ...უბრალოდ არ იარსებებს მომავალი  :))...
სწორედ ესაა ის, რასაც ჩემეული სიყვარული ქვია..უფრო სწორად ერქვა...რადგან ზუსტად ეს ადამიანი აღარ არის ჩემს გვერდით ვინც ჩემთვის უძვირფასესია...
თუმცა მე მაინც ვაგრძელებ რაღაც უაზრო თამაშს...ვცდილობ ვთქვა რომ ყველაფერი კარგადაა და საკმაოდ ოსტატურადაც ვიტყუები...მაგრამ ღამით საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენილი უკვე კატასტროფამდე მივდივარ...
ვიცი, ვიცი რომ ეს ახირებაა..უბრალოდ სურვილი...მაგრამ რა ვქნა რომ ჩემთვის ეს სურვილი ცხოვრებას უდრის....
არ ვიცი აწი რა იქნება....მართლა არ ვიცი...თუმცა ვხვდები რომ  რაც არ უნდა გავაკეთო...ვისთანაც არ უნდა ვიყო...რაც არ უნდა ვთქვა....ეს რაღაც...გინდა სურვილი დაარქვით ამას და გინდ გრძნობა...სულისშემხუთველად ძლიერია...ისეთი რომ შინაგანად მანგრევს...  :)....და ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება თუ ასე გაგრძელდა...მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ დრო ყველაფერს აფერმკრთალებს....
და უკვე იმდენად აუტანელია ეს ყველაფერი....უკვე როგორც არასდროს, ისე მინდა რომ არ მიყვარდეს...აღარ მიყვარდეს......
                                                                                           სიყვარულით: NiiiNuca<3