воскресенье, 13 ноября 2011 г.

მე და შენ...: )


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა...
ბოლო დღეებში ეს ლექსი ამეკვიატა....რა სისულელეაა....არ მომწონს....
იცი...ჩვენ არასდროს შევხვდებით ასე გზაში ერთმანეთს...იმიტომ რომ სულ ერთად ვივლით....ჩვენს სიყვარულს ასეთი იარა არასდროს ექნება და მითუმეტეს არც არასდროს გაიხსნება...საშინელებაა შეკრული იარა...უკვე თითქმის შეხორცებული...დროის ყოვლისშემძლე ხელის მიერ...თუმცა მაინც დაღდასმული....არასოდეს გაქრება...რომც ვეღარ გრძნობდე, შემთხვევით თვალის მოკვრისას ისევ გაგახსენებს ყველაფერს...თითქოს მოგონებების სამუდამო ტყვეობაში ხარ...


არ ექნება ჩვენს სიყვარულს შეხორცებული იარა....პირობა მომეცი რომ არ ვაცლით დროს, ყველაფერი გაყინოს...არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სულებში ურცხვად ხელი აფათუროს და დავიწყებას მისცეს თუნდაც უმცირესი დეტალები...
არასდროს ექნება ჩვენს გრძნობას ეს ავადმყოფური დაღი...

და თუ....თუკი ერთმანეთს გულს ვატკენთ....თუკი იარა მაინც იარსებებს...ის ცოცხალი იქნება....ცხელი...ადუღებული სისხლით....მუდამ მტკივნეული და აბორგებული, მანამ ...სანამ ერთმანეთს კოცნით არ დავუამებთ ტკივილებს და იარაც მთებში ჩამოწოლილი ნისლივით არ აორთქლდება...


მანამდე  კი.....
მანამდე ჩვენი ჭრილობებიდან გადმომდინარე  სისხლის მდინარეები გულიდან მთელ სხეულს დაივლიან...წითლად შეღებავენ სავალ გზას და ბოლოს ერთმანეთს შეუერთდებიან ისე,თითქოს არც არასდროს დაშორებულან.....და ეს ორმაგი ძალის...(ჩვენთვის) ყოვლისმომცველი და წამლეკავი ტალღა მიქცევის დროს წაიღებს ყველაფერს...რისი გაცემაც გვინდოდა მაგრამ სიყვარულის სახელით გვენანებოდა....
წაიღებს წყენას....ცრემლებს...შემთხვევით ნათქვამ უხეშ სიტყვებს....სიფრთხილეს...გრძნობის დამღუპველ წინდახედულებას...ეჭვებს...ფიქრს...შიშს....
წაიღებს....

და ჩვენ ისევ დავიწყებთ....დავიწყებთ თავიდან ყველაფერს....სუფთა ფურცლიდან....ყველაფერის გარეშე....თითქოს ამნეზია გვექნება...გვეხსომება მხოლოდ ერთმანეთის თვალის ფერი და ის, რომ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს....
ჩვენ ერთმანეთს მილიონ ადამიანშიც გამოვარჩევთ....უსიტყვოდ ვიცნობთ ერთმანეთს....გავუღიმებთ... მე გკითხავ...
- და მერე??...რა იქნება მერე..?
შენ მიპასუხებ...
- მერე..?...მერე ყველაფერი კარგად იქნება....
მე დავმშვიდდები და გამოწვდილ ხელზე მაგრად ჩაგეჭიდები....და ასე გაგრძელდება ალბათ...ალბათ უსასრულოდ....

_______


სანამ...სისხლი კვლავ არ დაიწყებს წვეთას....
თუმცა მერე რა???...მე ხომ ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება... : )))))

                                                                                         სიყვარულით:   NiiiNuca <3


вторник, 8 ноября 2011 г.

ყველაფერი კარგად იქნება : )


ერთმა კაცმა უდაბნოში ჯადოსნური ლამპარი აღმოაჩინა, ხელი გაუსვა, იქედან ჯინი ამოძვრა და ამ კაცს უთხრა ნებისმიერ სურვილს აგისრულებო..კაცს გაუხარდა და თხოვა სახლში დამაბრუნეო...კარგი რა პრობლემაა წავედით და მივალთ შენს სახლამდეო.. ..მე სწრაფად მინდა რომ გავჩნდე ჩემს სახლშიო..გაუკვირდა კაცს...ჯინმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კარგი ჯანდაბას ვირბინოთო...
 ნუ დაახლოებით მეც ასე მჭირს...დაახლოებით რამოდენიმე კვირის წინ, ღამის 5 საათზე რატომღაც დავიჯერე რომ სასწაულები ხდებოდა...თუმცა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფორმალურად....
პრინციპში არც კი ვიცი ახლა რა ვქნა, ისევ ძველებურად ვიწუწუნო არ მიმართლებს თქო თუ უბრალოდ ვეცადო ჩემს დღემდე გაკვირვებისგან პირდაღებულ ფიზიონომიას პირვანდელი სახე დავუბრუნო.....
და მერე რააა რო? : )))...
ვის რაში ადარდებს ჩვენში რომ დარჩეს... : )))
მოკლედ მორალი და რჩევა ჩემს თავს...მოკეტე და იცხოვრე ისე,როგორც გეცხოვრება....
ჰოოო...კიდევ...არ დაუთმო...და არ დათმო რაც მთავარია....
არ დაგავიწყდეს მისივე სიტყვები...
"მოითმინე....და
ყველაფერი კარგად იქნება...."...
ჯერჯერობით ვითმენ და ვიცდი....მივყვები დინებას...ჩემდა საბედნიეროდ ამ სეზონზე ჩემი მდინარე არც თუ ისე ბობოქრობს : ))))....

                                                                     სიყვარულით : NiiiNuca <3