вторник, 17 января 2012 г.

Everything's Gonna Be Alright ;)


მოკლედ..რატომღაც მომინდა რომ დამეწერა... :)....ეს არ არის არც ჩემი გრძნობების და არც ემოციების გამომზეურება....უბრალოდ რაღაც მინდა ვუთხრა ხალხს... :)...და კონკრეტულ ადამიანებს...რომლებიც იყვნენ....და აღარ არიან...:))
არა, სიცოცხლეს არ ვგულისხმობ კაცო....:P:P:P:P ..ისე..უბრალოდ...აღარ არიან ჩემს ცხოვრებაში....
უბრალოდ...
უბრალოდ......
უბრალოდ????....რავიცი...იქნებ იყო კიდეც ვინმეს ბრალი... :)...ან ჩემი..ან იმათი...თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს...: )))
..იცი..სულაც არ მიჭირს ადამიანები გულამდე მოვუშვა...არც ის მიჭირს პირველი, მეორე, მესამე...და რავიცი კიდევ რამდენი შეცდომა და გულისტკენა ვაპატიო....
მაგრამ მერე...საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს მიჭირს იმის გაცნობიერება რას ვაკეთებ ან რის გამო... : )....
ერთმა მითხრა არ შეიძლება არ გაწუხებდეს, რომ სამაგიერო კეთილგანწყობას ან სიკეთეს ვერ იღებო...გულში ჩამრჩა ეს ნათქვამი....მაგრამ მე ხომ ზუსტად ვიცი....ყველაფერ წმინდას ვფიცავ არასდროს გამიკეთებია რაიმე, არასდროს მიგრძვნია..არასდროს მყვარებია იმის გამო..რომ სამაგიერო მიმეღო....
თუმცა ვერ ვგებულობ..მაშინ საიდან მოდის ასეთი აპათიის, ამაოების და საკუთარი თავისადმი ზიზღნარევი სიბრალულის გრძნობა?.....
და რატომაა ის ისეთი ძლიერი, რომ ადამიანებს მაკარგვინებს......
არ ვიცი... : )
თუმცა ის ვიცი, რომ მიუხედავად ყველაფრისა.....მე ყველა მიყვარს ვინც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა...
მე თქვენ გაღმერთებთ ადამიანებო... : )))...რადგან კაცობრიობაა ყველაზე მშვენიერი საწყისი, რაც კი უფალს შეუქმნია...
ყველა მიყვარხართ....თუმცა ზოგიერთები გამორჩეულად....
ზოგიერთები...???
ზოგიერთი..???....თუ ერთი...??...ნწ....
ერთადერთი...(?)
რა ვქნა...არც ესაა ჩემი ბრალი... : )....ბანალური ფრაზაა მაგრამ შესაფერისი..."გულს ვერ უბრძანებ.."..:)
არ ვიცი ის ადამიანი წაიკითხავს ამას თუ არა...ან ექნება თუ არა რეაქცია...:))
არც იმაზე საუბარი მინდა თუ რას ვგრძნობ მის მიმართ... : ))) რადგან ისედაც იცის.....
ერთხელ ვუთხარი, და მინდა სულ ახსოვდეს... : ))) ...: შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემთვის სულერთი....შენ სულ ერთი იყავი ჩემთვის....
იყავი და ხარ... : ))))
იქნები თქო არ გეტყვი...: )))....არავინ იცის მომავალში რა მოხდება......
უბრალოდ...მეც მინდა მჯეროდეს ...
რომ.....
ყველაფერი კარგად იქნება.... : )))))
                                                                                             სიყვარულით:NiiiNuca <3

пятница, 16 декабря 2011 г.

მიზეზი, თუ რატომ მიყვარს......


მმმმდა...დიდი ხანია არაფერი დამიწერია...არც კი ვიცი რა მაწუხებს კონკრეტულად, თორემ აქამდეც ვეცდებოდი ფურცელზე გადმომეტანა და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ფიქრების ქაოსი...
რაღაცნაირად დავცარიელდი...ასეთი პერიოდი რამოდენიმეჯერ უკვე მქონდა ცხოვრებაში....უფრო სწორად, რომ დავუკვირდეთ, მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი პერიოდის ხანგრძლივობაა...დროებითი "გამონათებებით"..
თითქოს საკუთარ თავს გარედან ვუყურებ, ხან მეცოდება ეს გოგო...ხანდახან მეზიზღება კიდეც...თუმცა რა მისი ბრალია რომ  ქაოსში დაიბადა...ქაოსში ცდილობს გადარჩენისთვის ბრძოლას და არავინ..სულ სულ სულ არავინ არ ყავს : )....ბევრი ნაბიჯი გადადგა არასწორად...ნამდვილი..მიწიერი ცოდვილი ევაა...და არც არანაირი პრეტენზია არა აქვს ამიტომაც ბედნიერებაზე...თუმცა იმას, თუ რატომაა დაბადებიდანა ასეთი ცხოვრებისთვის განწირული, მოკალი და ვერ ხვდება : )))....რა უნდა დაეშავებინა ამ ქვეყნად მოსვლამდე ასეთი....ღმერთის ნებაა?? : )))...შეიძლება...ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი შეცდომების ღმერთისთვის გადაბრალება....
ყოველთვის ასეა...ერთ შეცდომას მეორე მოყვება..მეორეს მესამე...და გრძელდება..თავიდან თავს იმით იიმედებ, რომ ჯერ ყველაფერი არ დაგიკარგავს...მერე უკვე იმას ცდილობ უკანასკნელი პრინციპი მაინც შეინარჩუნო....თითქოს ყველა შენს წინააღმდეგ მოქმედებს...ადამიანებიც და გარემოებებიც....
სწორედ ასეთ დროს რჩები მარტო...საკუთარი თავიც კი გტოვებს : )...და ამ დროს, როგორც არასდროს, ისე ძლიერდება თვითგადარჩენის ინსტინქტი....მაშველი რგოლივით ეძებ ვინმეს...სწორედ ვინმეს, და არა რამეს...რადგანაც იცი რომ კეთილ რჩევას, მოცემულ შანსს ან შემთხვევას კი არ შეუძლია შენი გადარჩენა, არამედ უფრო ძლიერ, ყოვლისმომცველ ადამიანურ გრძნობას...ადამიანურ სითბოს..სულიერ სიახლოვეს...თვალებით გაწეულ თანაგრძნობას...აქამდე ნაოცნებარ ბედნიერებას...
როცა პოულობ მას...გინდა რომ არასოდეს გაუშვა, რადგან ზუსტად იცი, მის გარეშე დაიღუპები...რადგან ის, ოკეანეში მყოფი ერთადერთი ოქროს თევზივითაა, რომელიც მხოლოდ სასწაულის წყალობით იპოვე..და მისი გაშვება სხვა რომ არაფერი, დანაშაულია  :))....ისე ეჯაჭვები მასთან ყოფნის იდეას, რომ ბავშვურ ჭირვეულობაში, ახირებულობაში გადაგდის...ნებისმიერ პრობლემაზე პანიკაში ვარდები, იმის წარმოდგენისას, რომ შეიძლება წავიდეს..დაგშორდეს...ან უფრო უარესი...შენს ნაცვლად სხვასთან იყოს....
შეპყრობილი ხარ მისით...აღმერთებ...ყველაფერი მისთვის გინდა...და მისგან მხოლოდ ერთ რამეს...სიყვარულს ითხოვ....მხოლოდ იმას, რომ მარადისობამდე გაგრძელდეს ყველაფერი ისე, როგორც იმ მომენტშია...და თუ აქამდე ყველაფერზე ხელი გქონდა ჩაქნეული, ახლა სულაც არ გეჩვენება შეუძლებლად ბედნიერი მომავლის პერსპექტივა...ოღონდ მხოლოდ მასთან ერთად...წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ...უბრალოდ არ იარსებებს მომავალი  :))...
სწორედ ესაა ის, რასაც ჩემეული სიყვარული ქვია..უფრო სწორად ერქვა...რადგან ზუსტად ეს ადამიანი აღარ არის ჩემს გვერდით ვინც ჩემთვის უძვირფასესია...
თუმცა მე მაინც ვაგრძელებ რაღაც უაზრო თამაშს...ვცდილობ ვთქვა რომ ყველაფერი კარგადაა და საკმაოდ ოსტატურადაც ვიტყუები...მაგრამ ღამით საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენილი უკვე კატასტროფამდე მივდივარ...
ვიცი, ვიცი რომ ეს ახირებაა..უბრალოდ სურვილი...მაგრამ რა ვქნა რომ ჩემთვის ეს სურვილი ცხოვრებას უდრის....
არ ვიცი აწი რა იქნება....მართლა არ ვიცი...თუმცა ვხვდები რომ  რაც არ უნდა გავაკეთო...ვისთანაც არ უნდა ვიყო...რაც არ უნდა ვთქვა....ეს რაღაც...გინდა სურვილი დაარქვით ამას და გინდ გრძნობა...სულისშემხუთველად ძლიერია...ისეთი რომ შინაგანად მანგრევს...  :)....და ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება თუ ასე გაგრძელდა...მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ დრო ყველაფერს აფერმკრთალებს....
და უკვე იმდენად აუტანელია ეს ყველაფერი....უკვე როგორც არასდროს, ისე მინდა რომ არ მიყვარდეს...აღარ მიყვარდეს......
                                                                                           სიყვარულით: NiiiNuca<3

воскресенье, 13 ноября 2011 г.

მე და შენ...: )


გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა...
ბოლო დღეებში ეს ლექსი ამეკვიატა....რა სისულელეაა....არ მომწონს....
იცი...ჩვენ არასდროს შევხვდებით ასე გზაში ერთმანეთს...იმიტომ რომ სულ ერთად ვივლით....ჩვენს სიყვარულს ასეთი იარა არასდროს ექნება და მითუმეტეს არც არასდროს გაიხსნება...საშინელებაა შეკრული იარა...უკვე თითქმის შეხორცებული...დროის ყოვლისშემძლე ხელის მიერ...თუმცა მაინც დაღდასმული....არასოდეს გაქრება...რომც ვეღარ გრძნობდე, შემთხვევით თვალის მოკვრისას ისევ გაგახსენებს ყველაფერს...თითქოს მოგონებების სამუდამო ტყვეობაში ხარ...


არ ექნება ჩვენს სიყვარულს შეხორცებული იარა....პირობა მომეცი რომ არ ვაცლით დროს, ყველაფერი გაყინოს...არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სულებში ურცხვად ხელი აფათუროს და დავიწყებას მისცეს თუნდაც უმცირესი დეტალები...
არასდროს ექნება ჩვენს გრძნობას ეს ავადმყოფური დაღი...

და თუ....თუკი ერთმანეთს გულს ვატკენთ....თუკი იარა მაინც იარსებებს...ის ცოცხალი იქნება....ცხელი...ადუღებული სისხლით....მუდამ მტკივნეული და აბორგებული, მანამ ...სანამ ერთმანეთს კოცნით არ დავუამებთ ტკივილებს და იარაც მთებში ჩამოწოლილი ნისლივით არ აორთქლდება...


მანამდე  კი.....
მანამდე ჩვენი ჭრილობებიდან გადმომდინარე  სისხლის მდინარეები გულიდან მთელ სხეულს დაივლიან...წითლად შეღებავენ სავალ გზას და ბოლოს ერთმანეთს შეუერთდებიან ისე,თითქოს არც არასდროს დაშორებულან.....და ეს ორმაგი ძალის...(ჩვენთვის) ყოვლისმომცველი და წამლეკავი ტალღა მიქცევის დროს წაიღებს ყველაფერს...რისი გაცემაც გვინდოდა მაგრამ სიყვარულის სახელით გვენანებოდა....
წაიღებს წყენას....ცრემლებს...შემთხვევით ნათქვამ უხეშ სიტყვებს....სიფრთხილეს...გრძნობის დამღუპველ წინდახედულებას...ეჭვებს...ფიქრს...შიშს....
წაიღებს....

და ჩვენ ისევ დავიწყებთ....დავიწყებთ თავიდან ყველაფერს....სუფთა ფურცლიდან....ყველაფერის გარეშე....თითქოს ამნეზია გვექნება...გვეხსომება მხოლოდ ერთმანეთის თვალის ფერი და ის, რომ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს....
ჩვენ ერთმანეთს მილიონ ადამიანშიც გამოვარჩევთ....უსიტყვოდ ვიცნობთ ერთმანეთს....გავუღიმებთ... მე გკითხავ...
- და მერე??...რა იქნება მერე..?
შენ მიპასუხებ...
- მერე..?...მერე ყველაფერი კარგად იქნება....
მე დავმშვიდდები და გამოწვდილ ხელზე მაგრად ჩაგეჭიდები....და ასე გაგრძელდება ალბათ...ალბათ უსასრულოდ....

_______


სანამ...სისხლი კვლავ არ დაიწყებს წვეთას....
თუმცა მერე რა???...მე ხომ ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება... : )))))

                                                                                         სიყვარულით:   NiiiNuca <3


вторник, 8 ноября 2011 г.

ყველაფერი კარგად იქნება : )


ერთმა კაცმა უდაბნოში ჯადოსნური ლამპარი აღმოაჩინა, ხელი გაუსვა, იქედან ჯინი ამოძვრა და ამ კაცს უთხრა ნებისმიერ სურვილს აგისრულებო..კაცს გაუხარდა და თხოვა სახლში დამაბრუნეო...კარგი რა პრობლემაა წავედით და მივალთ შენს სახლამდეო.. ..მე სწრაფად მინდა რომ გავჩნდე ჩემს სახლშიო..გაუკვირდა კაცს...ჯინმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კარგი ჯანდაბას ვირბინოთო...
 ნუ დაახლოებით მეც ასე მჭირს...დაახლოებით რამოდენიმე კვირის წინ, ღამის 5 საათზე რატომღაც დავიჯერე რომ სასწაულები ხდებოდა...თუმცა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფორმალურად....
პრინციპში არც კი ვიცი ახლა რა ვქნა, ისევ ძველებურად ვიწუწუნო არ მიმართლებს თქო თუ უბრალოდ ვეცადო ჩემს დღემდე გაკვირვებისგან პირდაღებულ ფიზიონომიას პირვანდელი სახე დავუბრუნო.....
და მერე რააა რო? : )))...
ვის რაში ადარდებს ჩვენში რომ დარჩეს... : )))
მოკლედ მორალი და რჩევა ჩემს თავს...მოკეტე და იცხოვრე ისე,როგორც გეცხოვრება....
ჰოოო...კიდევ...არ დაუთმო...და არ დათმო რაც მთავარია....
არ დაგავიწყდეს მისივე სიტყვები...
"მოითმინე....და
ყველაფერი კარგად იქნება...."...
ჯერჯერობით ვითმენ და ვიცდი....მივყვები დინებას...ჩემდა საბედნიეროდ ამ სეზონზე ჩემი მდინარე არც თუ ისე ბობოქრობს : ))))....

                                                                     სიყვარულით : NiiiNuca <3

суббота, 8 октября 2011 г.

ყველა თვითონ ირჩევს საკუთარ გზას...

 მადლობა უფალო რომ "ვარ"...და არ ვითხოვ პატიებას იმისთვის რომ "ვარ"...მხოლოდ შენ იცი რას ნიშნავს ჩემთვის როცა ვარ და თან მიჭირს ყოფნა..რა ვქნა უფალო..მაპატიე მაგრამ უნდა გითხრა..მე ჯერ არ მინახავს ჩემი ცხოვრების გზაზე,სილაში მხოლოდ შენი ნაფეხურები...
-----

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, – მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
- შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
- შენ?
- რა?
- მოგიკლავს ადამიანი?
- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
- გითქვამს ტყუილი?
- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.
- გიმრუშია?
- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
- გიგმია ღმერთი?
- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
- რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ?
- ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!
- მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
- მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

მე ვარ მე...ანუ ერთით ნოლი ზეცის სასარგებლოდ....


ნაცრისფერ ქალაქში სიმშვიდე სუფევდა,მუქ შენობებს ნისლისფერი თალხი მოებურათ,თითქოს ცდილობდნენ ამ ღვთისაგან დავიწყებულ მხარეს გარიდებოდნენ...შადრევნები და ბაღები გორგონას მზერას გაეყინა, ქანდაკებებიც, განსაკუთრებული ინდეფერენტულობით გადმოჰყურებდნენ ქალაქს კვარცხლბეკიდან..
ადამიანები კი უემოციო, პრიმიტიული სახეებით და ამგვარივე ლექსიკით ბჭობდნენ იმ საკითხზე,რომელმაც აგერ უკვე დიდი ხანია მძიმე ჯაფა დააყენა მათ ღრმად პატივცემულ გონებას...

______
 სასამართლო პროცესია ქალაქის მთავარ პროსპექტზე გაიწელა. ზოგი უშუალოდ მონაწილე იყო, ზოგიც სეირის საყურებლად მოსული..გამოზომილი ნაბიჯით, თითქოსდა ფარული შიშით მოარულ თითოეულ მოქალაქეს, აშკარა იყო ზღვარგადასული პედანტიზმი ახასიათებდა. იგივეს მეტყველებდა მათი ნაცრისფერი, ზუსტად ერთნაირი სამოსი, ცივი ფიზიონომია და არაფრისმთქმელი, ჩამქრალი თვალები.
ამათ შემხედვარეს შეიძლება სათვალავი აგრეოდა, რომ არა ერთი გამორჩეული დეტალი, კონკრეტული პიროვნება ამ საზოგადოების შუაგულში, რომელიც მათსავით უჩუმრად მიაბიჯებდა, თუმცა მის თვალებს და სახეს დუმილის არაფერი ეტყობოდა...
მოძრავი, ჭკვიანი თვალები არა გამოუსადეგარ პროტესტს,არამედ უბრალო, ადამიანურ დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობას გამოხატავდნენ. მათშივე ირეკლებოდა მისი სულიდან ამოფრქვეული ემოციების ფეიერვერკი, მოქმედი ვულკანივით რომ იკრებდა თანდათან ძალებს.
ტუჩის კუთხეს ხანდახან ღიმილი გაუპობდა..ეს არ იყო ირონია და არც დანანება..
ვის უღიმოდა??..
ალბათ საკუთარ თავს, ფიქრებს, ოცნებებს...
ოცნებაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო..მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მზის შუქი სხეულთან ერთად გულსაც ათბობს, რომ წელიწადის დროები ჯადოსნურ ფერთა თამაშია, რომ ღრუბლები ზოგჯერ ზღაპრებს ყვებიან და რომ ცა ჩიტებთან ერთად ადამიანთა ნავსაყუდელიცაა..
უცებ ერთი აზრი დაებადა..თუ თავის თანამოქალაქეთა ცივ თვალებს შორის თანამოაზრეს ვერ პოულობს, რა მოხდება, რომ იგი ცის კიდურზე ეძებოს???
მართლაც და ლოგიკურია... იქ რომ არავინ არ იყოს, მაშინ ვინ გააფერადებდა მტრედისფრად ალიონს ან ვინ მოუყრიდა მზის მეწამულ სხივებს თავს???

ფიქრში გართულმა ვერც შეამჩნია მის წინ პირქუშად აღმართული გილიოტინა, რომელიც უკვე მრავალი წელი დახავსებული ელოდებოდა სტუმრებს...ხალხი თითქოს-და  ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, თავ-თავის პოზიციებზე განლაგდა, ყველა ელოდა დასასრულს..
რისთვის???
ალბათ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად....მაგრამ ჰქონდათ კი??? ვინ იცის....
ის კი, სასიამოვნო ფორიაქით შეპყრობილი, სულაც არაფრად დაგიდევდათ მატერიალურიდან ირეალურ სუბსტანციად ქცევის პერსპექტივას. მისი გონება მზარდი აღფრთოვანებით იყო მოცული მოსალოდნელი ცვლილებების გამო.
-თუ შეიძლება დაუჩქარეთ, მელოდებიან..!!....მოუთმენლად გადაულაპარაკა გვერდით მდგომს..რომელსაც, რომ არა პიროვნული სიცარიელე, ალბათ სულ მცირე, გაკვირვება მაინც გამოეხატებოდა სახეზე...
ცივი ლითონის ხმამ გაკვეთა ჰაერი და სამუდამოდ გაავლო ზღვარი ნამდვილ ადამიანებსა და მათ მსგავსებს შორის..უკანასკნელი შვილიც დაუბრუნდა ზეცას და კვლავაც განაგრძო მონოტონური არსებობა დედამიწამ, სახეზე შეყინული ამაოების ღიმილით..

                                                                                  სიყვარულით: NiiiNuca <3

среда, 5 октября 2011 г.

ასე მგონია...


ხანდახან მგონია...
ხანდახან ბევრი რამე მგონია...
მგონია რომ როცა ვიძინებ ვიღაც მიყურებს და ამიტომ ვცდილობ ძილშიც კი კარგად გამოვიყურებოდე (ეს ბავშვობიდან გამომყვა)
მგონია რომ ოდესმე მაინც ვიპოვი ჩემს დანიშნულებას...
მგონია რომ არ უნდა ეხუმრო გულს,ბედს, და შუქნიშანს..
მგონია რომ მარტო მე მაწუხებს "ისეთი" ფიქრები..(დიიიდი კითხვის ნიშანი)
მგონია რომ ზეგ მოვკვდები...არა ხვალ...არამედ ზეგ...

ხანდახან მგონია რომ შენ ვერ გრძნობ..და ამიტომ შენს მაგივრად მე მტკივა....
ხანდახან მგონია რომ ეს ყველაფერი არ არსებობს....რომ ეს განზომილება უბრალოდ სიზმარია.....(ხანდახან მინდა კიდეც ,ასე რომ იყოს)
ხანდახან მინდა რომ ....დედამიწაზე დაღვრილი ყველა ცრემლისთვის შენ მოგთხოვო პასუხი...
ხანდახან მზად ვარ სისხლის ბოლო წვეთიც კი შენ შემოგწირო..ოღონდაც ბედნიერი იყო....
მაგრამ..
არასოდეს...ვერასოდეს..
შენ  ვერასოდეს აღმოჩნდები ჩემი მოგონებების სანაგვეზე : ))))...
ცუდით თუ კარგით..
ხანდახან...
თუ მუდამ.....
მგონია რომ უნდა მიყვარდე...
მგონია რომ უნდა მინდოდე....
ბოლომდე..მთლიანად...უსასრულოდ....

                                                                                 სიყვარულით:   NiiiNuca<3