суббота, 8 октября 2011 г.

ყველა თვითონ ირჩევს საკუთარ გზას...

 მადლობა უფალო რომ "ვარ"...და არ ვითხოვ პატიებას იმისთვის რომ "ვარ"...მხოლოდ შენ იცი რას ნიშნავს ჩემთვის როცა ვარ და თან მიჭირს ყოფნა..რა ვქნა უფალო..მაპატიე მაგრამ უნდა გითხრა..მე ჯერ არ მინახავს ჩემი ცხოვრების გზაზე,სილაში მხოლოდ შენი ნაფეხურები...
-----

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, – მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
- შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
- შენ?
- რა?
- მოგიკლავს ადამიანი?
- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
- გითქვამს ტყუილი?
- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.
- გიმრუშია?
- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
- გიგმია ღმერთი?
- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
- რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ?
- ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!
- მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
- მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

მე ვარ მე...ანუ ერთით ნოლი ზეცის სასარგებლოდ....


ნაცრისფერ ქალაქში სიმშვიდე სუფევდა,მუქ შენობებს ნისლისფერი თალხი მოებურათ,თითქოს ცდილობდნენ ამ ღვთისაგან დავიწყებულ მხარეს გარიდებოდნენ...შადრევნები და ბაღები გორგონას მზერას გაეყინა, ქანდაკებებიც, განსაკუთრებული ინდეფერენტულობით გადმოჰყურებდნენ ქალაქს კვარცხლბეკიდან..
ადამიანები კი უემოციო, პრიმიტიული სახეებით და ამგვარივე ლექსიკით ბჭობდნენ იმ საკითხზე,რომელმაც აგერ უკვე დიდი ხანია მძიმე ჯაფა დააყენა მათ ღრმად პატივცემულ გონებას...

______
 სასამართლო პროცესია ქალაქის მთავარ პროსპექტზე გაიწელა. ზოგი უშუალოდ მონაწილე იყო, ზოგიც სეირის საყურებლად მოსული..გამოზომილი ნაბიჯით, თითქოსდა ფარული შიშით მოარულ თითოეულ მოქალაქეს, აშკარა იყო ზღვარგადასული პედანტიზმი ახასიათებდა. იგივეს მეტყველებდა მათი ნაცრისფერი, ზუსტად ერთნაირი სამოსი, ცივი ფიზიონომია და არაფრისმთქმელი, ჩამქრალი თვალები.
ამათ შემხედვარეს შეიძლება სათვალავი აგრეოდა, რომ არა ერთი გამორჩეული დეტალი, კონკრეტული პიროვნება ამ საზოგადოების შუაგულში, რომელიც მათსავით უჩუმრად მიაბიჯებდა, თუმცა მის თვალებს და სახეს დუმილის არაფერი ეტყობოდა...
მოძრავი, ჭკვიანი თვალები არა გამოუსადეგარ პროტესტს,არამედ უბრალო, ადამიანურ დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობას გამოხატავდნენ. მათშივე ირეკლებოდა მისი სულიდან ამოფრქვეული ემოციების ფეიერვერკი, მოქმედი ვულკანივით რომ იკრებდა თანდათან ძალებს.
ტუჩის კუთხეს ხანდახან ღიმილი გაუპობდა..ეს არ იყო ირონია და არც დანანება..
ვის უღიმოდა??..
ალბათ საკუთარ თავს, ფიქრებს, ოცნებებს...
ოცნებაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო..მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მზის შუქი სხეულთან ერთად გულსაც ათბობს, რომ წელიწადის დროები ჯადოსნურ ფერთა თამაშია, რომ ღრუბლები ზოგჯერ ზღაპრებს ყვებიან და რომ ცა ჩიტებთან ერთად ადამიანთა ნავსაყუდელიცაა..
უცებ ერთი აზრი დაებადა..თუ თავის თანამოქალაქეთა ცივ თვალებს შორის თანამოაზრეს ვერ პოულობს, რა მოხდება, რომ იგი ცის კიდურზე ეძებოს???
მართლაც და ლოგიკურია... იქ რომ არავინ არ იყოს, მაშინ ვინ გააფერადებდა მტრედისფრად ალიონს ან ვინ მოუყრიდა მზის მეწამულ სხივებს თავს???

ფიქრში გართულმა ვერც შეამჩნია მის წინ პირქუშად აღმართული გილიოტინა, რომელიც უკვე მრავალი წელი დახავსებული ელოდებოდა სტუმრებს...ხალხი თითქოს-და  ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, თავ-თავის პოზიციებზე განლაგდა, ყველა ელოდა დასასრულს..
რისთვის???
ალბათ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად....მაგრამ ჰქონდათ კი??? ვინ იცის....
ის კი, სასიამოვნო ფორიაქით შეპყრობილი, სულაც არაფრად დაგიდევდათ მატერიალურიდან ირეალურ სუბსტანციად ქცევის პერსპექტივას. მისი გონება მზარდი აღფრთოვანებით იყო მოცული მოსალოდნელი ცვლილებების გამო.
-თუ შეიძლება დაუჩქარეთ, მელოდებიან..!!....მოუთმენლად გადაულაპარაკა გვერდით მდგომს..რომელსაც, რომ არა პიროვნული სიცარიელე, ალბათ სულ მცირე, გაკვირვება მაინც გამოეხატებოდა სახეზე...
ცივი ლითონის ხმამ გაკვეთა ჰაერი და სამუდამოდ გაავლო ზღვარი ნამდვილ ადამიანებსა და მათ მსგავსებს შორის..უკანასკნელი შვილიც დაუბრუნდა ზეცას და კვლავაც განაგრძო მონოტონური არსებობა დედამიწამ, სახეზე შეყინული ამაოების ღიმილით..

                                                                                  სიყვარულით: NiiiNuca <3

среда, 5 октября 2011 г.

ასე მგონია...


ხანდახან მგონია...
ხანდახან ბევრი რამე მგონია...
მგონია რომ როცა ვიძინებ ვიღაც მიყურებს და ამიტომ ვცდილობ ძილშიც კი კარგად გამოვიყურებოდე (ეს ბავშვობიდან გამომყვა)
მგონია რომ ოდესმე მაინც ვიპოვი ჩემს დანიშნულებას...
მგონია რომ არ უნდა ეხუმრო გულს,ბედს, და შუქნიშანს..
მგონია რომ მარტო მე მაწუხებს "ისეთი" ფიქრები..(დიიიდი კითხვის ნიშანი)
მგონია რომ ზეგ მოვკვდები...არა ხვალ...არამედ ზეგ...

ხანდახან მგონია რომ შენ ვერ გრძნობ..და ამიტომ შენს მაგივრად მე მტკივა....
ხანდახან მგონია რომ ეს ყველაფერი არ არსებობს....რომ ეს განზომილება უბრალოდ სიზმარია.....(ხანდახან მინდა კიდეც ,ასე რომ იყოს)
ხანდახან მინდა რომ ....დედამიწაზე დაღვრილი ყველა ცრემლისთვის შენ მოგთხოვო პასუხი...
ხანდახან მზად ვარ სისხლის ბოლო წვეთიც კი შენ შემოგწირო..ოღონდაც ბედნიერი იყო....
მაგრამ..
არასოდეს...ვერასოდეს..
შენ  ვერასოდეს აღმოჩნდები ჩემი მოგონებების სანაგვეზე : ))))...
ცუდით თუ კარგით..
ხანდახან...
თუ მუდამ.....
მგონია რომ უნდა მიყვარდე...
მგონია რომ უნდა მინდოდე....
ბოლომდე..მთლიანად...უსასრულოდ....

                                                                                 სიყვარულით:   NiiiNuca<3

суббота, 1 октября 2011 г.

ყოველდღიური რუტინა ბლინ...(


უკვე ტვინი მიდუღს...სკოლაში სახლში გარეთ..ყველგან ერთი და იგივე მესმის.
.იმეცადინე  იმეცადინე..იმეცადინე..
გვერდით ნუ იხედები...ტელევიზორს ნუ უყურებ...კომპი გამორთე...
ბარემ სუნთქვაც ამიკრძალეთ რა...
იმ ფრაზის არ იყოს..
კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ და ქალებშიც წავალ...
წავალ აბა რას ვიზამ...ოღონდ ქალებში არა...:D
ყველას ფეხებზე კიდია ზოგადად რას ვფიქრობ...ყველა მართალია ჩემს ირგვლივ..ჩემს გარდა...
ყველა თვლის რომ ჩემთვის შენიშვნის მოცემის უფლება აქვთ...
ყველა თვლის რომ მე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს...
მოთხოვნის კი არა საერთოდ ხმის ამოღების ნებართვას უნდა ვთხოულობდე თურმე...
მე ეს..მე ის...მე ამაზე ვარ ვალდებული..მე ის უნდა გავაკეთო...აბა სხვანაირად როგორ შეიძლება...
კი ბატონო, ვიცი რომ უნდა გავაკეთო და ყველას გვაქვს მოვალეობები და ვალდებულებები...
მაგრამ უფლება???
ამ უფლების და თავისუფლების მოპოვებას რომ ვცდილობ, იმას რომ ვამბობ რასაც ვფქირობ, თურმე ამიტომ ვარ უზრდელი ...უხეში..ამპარტავანი და მოკლედ თანამდებობისთვის შეუფერებელი...:D
რა კარგია რომ საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს : )))))
და ბოლოს...უმორჩილესად, თითის აწევით გთხოვთ...
ყველამ მოკეტეთ, ჩემი ცხოვრებიდან აორთქლდით და კისერიც გიტეხიათ მერე...
:)))))))

                                                                             სიყვარულით : NiiiNuca<3