пятница, 30 сентября 2011 г.

კიდევ გაურკვევლობა..


არ ვიცი ღამის 2 საათზე რატომ მომინდა მივიწყებული ბლოგის განახლება..რომელსაც ამ ბოლო დროს მაინცდამაინც აღარ ვენდობი...::( რატომღაც მგონია რომ "ის" წაიკითხავს..ან "ის"...ან კიდევ "ის".....
მრცხვენია???
არა..სისულელეა...
უბრალოდ ვერ მივედი იმ ფაქტის აღიარებამდე რომ თუ ისინი ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, ე.ი. მეც მაქვს უფლება ისინი ჩემს წარსულად ჩავთვალო..და მათზეც ვწერო...
მოკლედ რაზე მინდოდა დაწერა....
ჩემი თავის გამკვირვებია რა...
ვინმემ რო მკითხოს ვუპასუხებ მიყვარს თქო...ისეთ სევდიან ისტორიას მოვუყვები რაც არ უნდა გულქვა იყოს ცრემლიც წამოუვა...მისი სურათის დანახვაზე გულისცემა 120 მაქვს...
მისი სიახლოვის გახსენებისას უბრალოდ სუნთქვა მეკვრება...ისე ძალიან მინდა ეს არსება...
და...
სულ ცოტა ხნის წინ...
სხვა მომეწონა...
საერთოდ ნორმალური ვარ????
ის სულ სხვანაირია...
თბილი ტკბილი საყვარელი.....ბავშვურ გრძნობას მიღვიძებს...
თუმცა რად გინდა...
სხვისია...თან შორია....
მომიწევს მასზე ფიქრს შევეშვა...და ისევ "მას" დავუბრუნდე...ფიქრებში მაინც....
საერთოდ ჩემი პრობლემა ის არის რომ ყველას ადვილად ვეჩვევი..სითბოს გარეშე ვერ ვსუნთქავ  და ძალიან მალე შემიძლია ადამიანი გავაღმერთო...
პლუს ამას ნადირობის ინსტინქტი....ქალური საწყისი...და რავიცი კიდევ ათასი რამ...რაც ევამ და აფროდიტემ მისახსოვრეს....
მოკლედ...მე ქალი ვარ...და შენ დუელში გიწვევ....
და მე მზად ვარ...
დაგამარცხო...
და შენით დავმარცხდე....
                                                                                               სიყვარულით: NiiiNuca <3

вторник, 20 сентября 2011 г.

ბოლოსდაბოლოს..რა მინდა? :(


შენც იცი..მეც ვიცი და ყველამ იცის...რომ,ლოდინი ზოგადად ძალიან დამთრგუნველია მაგრამ უაზროდ ლოდინი უკვე საზიზღრობაა : ((( როცა იცი რომ შენს ცრემლით დასველებულ ბალიშს და ფიქრებს ის მხოლოდ დამცინავი ღიმილით და ერთი ფრაზით პასუხობს..:"კარგი ერთი"....
 შეიძლება ვაცნობიერებ კიდეც რომ უაზრობაა..მაგრამ რა ვქნა...: ))) ალბათ მე ვარ ისეთი მაზოხისტი რომ მსიამოვნებს მასზე..როგორც მიუწვდომელ არსებაზე ფიქრი...შესაძლებელია...
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა როცა დაინტერესება მაშინვე გამქრალა როგორც კი საპირისპირო მხრიდან უკვე სიყვარულს ვგრძნობდი.. : ))))
ჰოო ნუ რას ვიზამთ...მონადირე ვარ...ვაღიარებ...მამაკაცური ტიპის მონადირე..თუმცა იმას ვეღარ ვხვდები,ჩემი საქციელების მერე "იმისგან" გამოვლენილი ინდეფერენტულობა რატომ მოქმედებს ჩემს გულზე და ნერვებზე კატასტროფულად...იმედია ეს მარტო ქალური სისუსტეა და არა ეგოიზმი.. :(
ყოველთვის მიჩნდება სურვილი ასეთი მარაზმატიკული პოსტების შემდეგ ჩემს თავს კითხვა დავუსვა..
_საერთოდ რა ჯანდაბა მინდა ამქვეყნად ან რას მოვითხოვ ამ ცხოვრებისგან??...საქმეც ეგაა რომ ჯერ მე თვითონაც არ მაქვს გარკვეული სად ვიწყები და სად ვმთავრდები...ან საერთოდ ისიც გასაკვირია პოსტი რა თემით დავიწყე და რითი ვამთავრებ...
სასოწარკვეთილ რომანტიკოსს უფრო ვგავარ თუ საკუთარი თავის მაძიებელ პილიგრიმს? :))))
არც რომანტიკა..არც ცხოვრება..არც მორალი...არც ფიქრი....არც მიზნები...
უბრალოდ კითხვა..:
ვინ ვარ მე?
                           
                                                      სიყვარულით : NiiiNuca

воскресенье, 18 сентября 2011 г.

waiting..:)

მმმ...რა თბილია...
მე მგონი...ზამთრის ცივ დილას ცხელი შხაპის მსგავსია..ან..თეთრი შოკოლადის..ან გემრიელი ნაყინის...ან...თუმცა რად უნდა ამდენი "ან"....
"იმას" ჰგავს...ისეთივე ხავერდოვნების შეგრძნებაა..მის ხმას რომ დაყვება ხოლმე სასიამოვნოდ...
მის თბილ ხელებს...ძალიან ძალიან რომ მენატრება...განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც დავრწმუნდი რომ ისინი აღარასოდეს გადამიწევენ თმას ყურთან და არასოდეს შემომეხვევიან უსაფრთხოების ქამრად....
მენატრები..საოცრად მენატრება შენი თბილი..არა თბილი კი არა..ცხელი ჩახუტება..მაგრად მაგრად..სუნთქვის შეკვრამდე...
ყოველ წამს ვიხსენებ შენთან გატარებულს..და გონებაში ვინ იცის უკვე მერამდენედ ვატრიალებ....
ალბათ უკვე ვეღარასოდეს გავაკეთებთ "ჰუგუნიებს" ..
ვეღარ ჩაგიკრავ გულში..ვერ ვიგრძნობ შენი უცნაური ფერის თმების სურნელს... იმიტომ რომ....უკვე აღარ მაქვს უფლება....
თუმცა რაც არ უნდა შორს იყო..მე ხომ გგრძნობ...ხომ იცი რომ ჩემთვის სულ"ერთი" ხარ...
ხარ და იქნები.....
იქნები...სანამ დაგელოდები....
დაგელოდები.....
გელოდები.....
waiting...waiting...waiting.......
                                                          

                                                                                 
 და თუკი ისევ შევხვდებით....მინდა ჩვენს პაემანს წვიმა დაემთხვეს..მაშინდელივით...
                                                                                             სიყვარულით: NiiiNuca<3

ხანდახან რა რთული ვარ...

ცხოვრება კვლავ თავის კალაპოტში მიედინება,იმ მშვიდი მდინარესავით,რომელსაც ადიდება..აბობოქრება და ირგვლივ ქაოსის გამოწვევა არ ძალუძს...მდორედ და უემოციოდ..უფრო სწორად ემოციები არის..როგორ არა...ოღონდ გულიდან წამოსული,ისევ გულში რჩება და გონების კარნახით კვლავ თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება..
დილიდან დილამდე სარკეში ჩახედვისას ცვლილებას ვერ ვამჩნევ...თითქოს დრო გაიყინა და დეტალები,რომლებიც ჩემს ირგვლივაა, რენესანსულ ეპოქასავით გრძნობისმომგვრელად და დამაფიქრებლად დატოვა..რომელსაც სრულყოფილებამდე უკვე არა მხატვრის ფუნჯი,არამედ დამთვალიერებლის გენიალურობამდე მიმაახლოვებელი აზრიღა აკლია..
მეც მსგავსი შეგრძნება მაქვს...
ვიტრინაში გამოფენილი რაღაც უცხო, მატერიალური ნივთის...რომელსაც ყველა თავისებური შტრიხის დამატებით თავისთვის უფრო ახლობლად და მისაღებად აღიქვამს...მაგრამ....ამ ნივთს არავინ ეკითხება..უნდა თუ არა ვინმეს აღქმის ობიექტი იყოს...
თუმცა ყოველდღიურობის უფერულობა ამ აზრებსაც მტვერს აყრის და ტვინის უშორეს ხვეულებში ჩაკარგვის საშუალებას აძლევს...
თანდათან ყველაფერს ეჩვევი და პროტესტის გრძნობაც სადღაც ქრება...ხშირად მიფიქრია რომ ადაპტირების უნარი ადამიანის გადამრჩენელიცაა და დამღუპველიც...
საკუთარი თავის მაგალითზე გამკვირვებია...როგორ შეიძლება ასეთი მეტამორფოზული გარდასახვა მოხდეს, თან თითქმის შეუმჩნევლად..
ვიხსენებ ჩემს უწინდელ "მე"-ს...თუმცა სულაც არ მეუცხოვება...ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველ დღე ვნახულობ სადღაც.....შეიძლება სარკეშიც...მას კარგად ვიცნობ...ვმეგობრობთ კიდეც..ხშირად მიკითხავს მისთვის რჩევა,თუმცა მის პასუხებზე ხანდახან მეცინება კიდეც...როგორ შეიძლება ასეთი ემოციურობა,მგრძნობიარობა,ბავშვური მიამიტობა..მით უმეტეს ჩვენს დროში..
ალბათ ამიტომაც ვერ მოახერხა სხეულის შენარჩუნება...ბუტიაა.. : ) როცა მის რჩევას არ ვითვალისწინებ მოწყენილი შემომცქერის, თვალებში მისახლდება და მოსვენებას არ მაძლევს..
ხალხს ასეთ დროს აოცებს ჩემი ორსახოვნება...ამიტომ იძულებული ვარ თავდახრილმა ვიარო...
და კიდევ იცით რა მიკვირს?...ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებ....
ალბათ გარდასახვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა...ჯერ არ ვგავარ ერთი ყალიბით მოჭრილი მასის კატეგორიას...
თუმცა...
გზა უკან....გზა წარსულისაკენ...
რთულია......
და შემოთავაზებას-გავხდე ისეთი ვინც ვარ,...სხვა ჩემნაირების მსგავსად ვპასუხობ...:"არ ვთვლი საჭიროდ!"
.............................
არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი,რომ დინებამ მიმართულება შეიცვალოს...ალბათ მზე დასავლეთიდან უნდა ამოვიდეს..ან პოლუსებმა ადგილი შეიცვალონ..თუმცა..ჩემი სკეპტიციზმიც კი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც ძალის არ მჯეროდეს...ძალის, რომელიც ასე თუ ისე ჩვენი ცხოვრების რეალურიდან იდეალურისაკენ შეცვლის შანსს გვაძლევს...
ალბათ ოდესმე დადგება დრო, როდესაც მარადიულობაში ჩაკარგული ფენიქსი ფერფლიდან აღსდგება...და სამყაროს ხელახალი სიცოცხლის დაბადებას ამცნობს....
                                                                                                    სიყვარულით: NiiiNuca <3

вторник, 13 сентября 2011 г.

WTF?

ძალიან მშვენივრად შეეფერება ეს სათაური იმ განწყობას როგორზეც ეხლა ვარ...მართლაც..რა ჯანდაბა მინდა ამ ცხოვრებისგან...რისთვის ვიშლი ნერვებს ან რა აზრი აქვს საერთოდ ამ ყველაფერს....ან საერთოდაც ვის ვენაზები ერთი საინტერესოა : )....
გუშინ ერთ ძალიან განათლებულ ადამიანს ველაპარაკებოდი და ასე დამახასიათა...ყველაფრით კარგი გოგო ხარ შენ თვითონ რო არ იქმნიდე პრობლემებსო...
არადა ღმერთია მოწმე წამებულის როლში ყოფნა ნამდვილად არ მეხალისება.....
ჩემზე უკეთესად ვინ იცის რას ვგრძნობ და რას არ მინდა ვგრძნობდე....იყო დრო როცა საერთოდ ამდენი ნერვების მოშლისგან და ემოციური დაცლილობისგან ყინულის სკულპტურა ვიყავი მარტო....ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან..ძლივს დავაჯერე ჩემი თავი იმაში, რომ ადამიანების იმედი კიდევ უნდა მქონოდა და მათზე მეფიქრა.....და ახლა რა გამოვიდა??.. თვითონ ადამიანები მეუბნებიან თავიანთი საქციელით..დაგვიკიდეო... :|:|:|
კი ბატონო....არ გინდათ ნუ გინდათ....დღეიდან ოფიციალურად მკიდიხართ სუყველა...
    
                                                                                                    სიყვარულით: NiiiNuca <3
                                                                             
P.S.ეს "სიყვარულით" განსაკუთრებულად ჩაჯდა რაა თემაში...:D:D:D


ვინც ძალიან მიყვარს..ეკატერინე

ყველას ყავს ცხოვრებაში ისეთი არსება ვინც ბავშვობიდან მოყოლებული ნერვებს უწიწკნის...ზოგისთვის ეს დედაა,ზოგისთვის მამა..ზოგისთვის მეზობელი და ა.შ...და ჩემ ცხოვრებაში ეს საპატიო ადგილი ეკატერინე კაპანაძეს უკავია ( ჯერ მარტო გვარს დააკვირდით )
რა ვქნა რამდენჯერ მინდოდა ამის მოშორება..მაგრამ კნუტივით ხიდიდან ხო არ გადავაგდებ...ჯარიმაა მაგაზე :(....თან მერე მაინც მომაგნებს და....
რამდენი წელია ერთად ვართ არც მახსოვს....<3...თან სულ სულ სუუულ ერთად ვიყავით...რამდენი სისულელე და სიგიჟე გაგვიკეთებია ერთად....რაც უფრი ვიზრდებით მით უფრო ვვირდებით ორივე..და მით უფრო სტრანნი აზრები მოგვდის თავში...( ამ წელიწადს რას გავაფუჭებთ საინტერესოა)  
არ ვიცი ამ არსებაზე რამდენი თბილი სიტყვა უნდა ვთქვა...უბრალოდ შეუძლებელია იმის აღწერა, რამდენი რამე გვაქვს ერთად გადატანილი...რამდენჯერ გვიტირია ან გვიცინია ერთად და ერთმანეთის გამო....
რო იცოდეს ამ მათხოვარმა როგორ მიყვაარს... : )))
მიყვარხარ ჩემო ნერვების შპილკავ...ჩემო დაიკო ...ჩეემო ყველაზე განსაკუთრებულო..და უბრალოდ ჩემოო....:*:*...შენ მაინც ყველაზე მეტად ჩემი ხარ... :*:*:*:*:*:*:*




                                                                                                              სიყვარულით: NiiiNuca <3

ვინც ძალიან მიყვარს..თეო

ამ ადამიანზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო..ჩემი თეეე...ჩემი ლამაზი...თბილი და საყვარელი თიიიიო :* 
ისეთი კარგია...სუფთა გულის...მგრძნობიარე...შეგნებული...ისეთი სევდიანი..რაღაცნაირი ფერის თვალები აქვს და მუდამ სიყვარულით სავსე გამოხედვა...
როგორ უყვააარს....ჩემ თეეეს თვითონ სიყვარული უყვარს...ყოველთვის ელოდება რაღაცას...იმედით....და როგორ მინდა ერთხელაც ეს იმედი გაუმართლდეს  და ძაალიან ბედნიერი ვნახო...რამდენი ტკბილი წუთი მახსოვს შენთან გატარებული...:*... 
და ისეთი ბედნიერი ვიყავი მაშინ პირველად რო ჩაგეხუტე :*....
ძალიან კეთილი, ჭკვიანი, გონიერი და ძალიან ქალურია ჩემი თეეეე :*:*...
როგორ გაიზარდა ამ 2 წლის მანძილზე : ))))....
შენ სულ ჩემი ბრილიანტი იქნები დაიკო :*...
და მინდა რომ...არასდროს არავინ არ დაგკარგოს... : )))))) :*

                                                                                                             სიყვარულით: NiiiNuca

ვინც ძალიან მიყვარს..გიგა

მეგობრები...ყველასთვის ამოუწურავი თემაა...და ასევე ძვირფასიც...ყველას რაღაც აზრი გვაქვს ჩვენს მეგობრებზე...ხანდახან გონებაში ვახასიათებთ ხოლმე (მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში ) ხშირად ვფიქრობთ მათზე...და ...რათქმაუნდა ძააალიან გვიყვარს ისინი...
  ეს ოდნავ სიმპათიური ბიჭუნა 2 წლის წინ გავიცანი...ერთად ვმგზავრობდით...მიუხედავად იმისა რომ თავის მეგობართან იჯდა, ბევრს არ ტლიკინებდა...როგორც სხვებს ახასიათებთ : )....არც ცანცარა იყო.. : ))))....მას შემდეგ ცოტა ხანი ვწერდით ერთმანეთს ...თუმცა რაღაც მიზეზების გამო მალე ეს ნაცნობობა გაწყდა...
ბოლო ხანებში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ფეისბუქზე....ძალიან გამიხარდა რომ გამიხსენა ( იმიტომ რომ მე ყოველთვის ყველა მახსოვს..) ...მერე დავიწყეთ და ასე.... : )))))  თავიდან რატომღაც მეგონა იმიტომ მწერდა რომ საქმე არ ქონდა მეტი...ან მოვალეობის მოხდის მიზნით : )))...ერთი შეხედვით ცივი ადამიანი შეიძლება გეგონოთ მაგრამ....ისეთი თბილიაა.. : ))) ვერც წარმოიდგენთ : ))) ( თვითონაც არ იცის რა კარგი ადამიანია, და ვცდილობ ამაში დავარწმუნო ხოლმე) 
გიიიგ :*...მინდა გითხრა რო იდეალური ხარ მეგობარო :*....ჭკვიანი განათლებული სერიოზული..საყვარელი...უზომოდ კარგი და თბილი.....უზომოდ მიყვარხარ....ძალიან ძალიან ძალიან....

P.S. სულაც არ ხარ ეგოისტი :*:*:*:*

რა კარგი ხარ ბიიიწო :*:*:*
                                                                                               
                                                                                                      სიყვარულით : NiiiNuca <3

вторник, 6 сентября 2011 г.

მომისმინე : )


შუქი ქრება...ადგილები დაიკავეთ...
ასე შორსაც ნუ წახვალთ მისტერ..:) პარტერში ადგილები თავისუფალია...უფრო სწორად ყველა ადგილი თავისუფალია...


ვისაც ჰგონია რომ კომედია იწყება შეუძლია ახლავე დატოვოს დარბაზი....არავინ დგება ფეხზე??...კარგია...მაშინ დავიწყოთ:
"მე..ესა და ეს...მცხოვრები ამა და ამ პლანეტაზე, ამა და ამ ქვეყანაში...ამა და ამ ქალაქში...ამა და ამ ხალხის მეხსიერებაში,  მყოფი ჯერჯერობით ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში,

ვაცხადებ, რომ დავიღალე.....

დავიღალე ირგვლივ არაფრისმთქმელი თვალების  ჯარით...
 ამაოების ბაზრის სტუმრების მუდამ შეწუხებული ჰაბიტუსების ყურებით.....

გაყინული გულებისგან წამოსული ხელოვნური მხურვალებით..

ხმაურით დარღვეული სიჩუმით....
სადღაც ჯანდაბაში დაკარგული მუზით,და ამ უმუზობით გამოწვეული უარაფრობის შეგრძნებით ...

ტყუილად სუნთქვით...
ტყუილად ფიქრით...
ტყუილად არსებობით დავიღალე.....


შენ კი..მისტერ .... მაღიზიანებ და გულს მირევ...იმიტომ რომ ახლობლების, საყვარლების, და მეგობრების გარემოცვაში მყოფს არ გესმის გარეთ თებერვლის ცივი ქარის ზუზუნი...

არ გესმის შენი მარტოხელა,მოხუცი მეზობლის გასაჭირი..ხშირად საკუთარ თავს რომ ელაპარაკება სარკეში...არ გესმის ქუჩის კუთხეში, მუყაოს ყუთში ჩამძვრალი მათხოვრის სურვილის...მალე გათენდეს და მზე ამოვიდეს...  

ზედმეტია მისტერ...ნუ გაიკვირვებ...რაღა დროს გაკვირვებაა ამ უღმერთობაში...რაღა დროს....ნუ მიცქერ ეგრე...ნუ გამიკვირვებ ჩემო...ოდესღაც ჩემო..

.ნუთუ ასე ძნელი იყო ერთხელ მაინც მოგეახლოვებინა მზერა ჩემი თვალებისთვის..მაშინ ხომ მიცნობდი....ხომ იცნობდი ამ ძველ და შენთვის აწ უკვე გახუნებულ მზერას..წაკითხული წიგნივით რომ შემოდე მოგონებების თაროზე....

არ მენანები მისტერ....  აღარ....
რამდენჯერ აარიდე თვალი ჩემს ცრემლებს...

რამდენჯერ გაიღიმე ჩემი უღონოდ ჩამოყრილი ხელების დანახვაზე....

რამდენჯერ იზეიმე გულში გამარჯვება,შენი სიყვარულით გრძნობამორეულს ბაგეს რომ მიკოცნიდი.....

და...რამდენჯერ დააგვიანე ნაბიჯი..ყალბი გრძნობების ტანგოში..მისტერ.....
მე ხომ ეგ ყალბი ნაბიჯიც გამიხანგრძლივებდა ბედნიერების ილუზიას....


არ გეგონოს დავეცი და წამოდგომის ძალა აღარ შემწევს....
მე ყოველთვის მექნება ძალა...რომ შენგან წავიდე...შენს მოსაძებნად....: )))

ყოველთვის მექნება ძალა დაგეწიო..მოგაბრუნო...თვალებში ჩაგხედო..და გკითხო..
გრძნობ????
გრძნობ როგორ ხმაურობს სიჩუმე??...

გახსოვს რა ფერის თვალები აქვს შენს მოხუც დედას??

ხედავ მათხოვრის სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს??

გესმის ჭექა-ქუხილის წინ რაზე გვაფრთხილებენ ფოთლები..???

((........შეიძლება სულმა წამძლიოს და ისიც გკითხო...:
ღამღამობით..ჩემს სარეცელზე მონებივრეს..ჩემი გულისცემა გესმოდა???

ამჩნევდი?? როგორ გიყურებდი მძინარეს და...
გრძნობდი??? რომ მაშინაც მენატრებოდი????....))

     
არა...შენ ჯერ არც გახსოვს..ვერც ხედავ..და ვერც გრძნობ....
((და....არც მაშინ გესმოდა...ვერც მაშინ ამჩნევდი და ვერც მაშინ გრძნობდი მისტერ...))


გამიღიმე მისტერ....გამიღიმე და გასწავლი როგორ დაუყარო სუსხიან დილას ჩიტებს საკენკი...

გასწავლი როგორ აასრულებინო ბაბუაწვერას სურვილები...

გასწავლი როგორ დაუთვალო წამწამები შენს გვერდით მძინარეს...
და...ნამდვილ ნაბიჯებს გასწავლი მისტერ...ნამდვილ ტანგოში......


ნუ გაიკვირვებ....დამელოდე.....
ჯერ ხომ მხოლოდ ანტრაქტია მისტერ...

                                                                                                      სიყვარულით : NiiiNuca <3