среда, 3 августа 2011 г.

რა (არ) მიყვარს?


გააკეთე ჩანაწერი< რამდენჯერ გამიხსნია ეს გვერდი ჩემს პროფილში,რამდენჯერ დამიწყია წერა და რამდენჯერ დამინებებია თავი, იმდენი მილიონი რომ მქონდეეეეს...არც მინდა..:P..ღორი კი არ ვარ:P.. მაგრამ ხანდახან არ ვიცი რა მემართება, რადიაციის ბრალია ალბათ,ან კიდე სხვა რამის,რადიაციასავით რომ მოქმედებს ადამიანზე..მიხვდით ხო???...კარგია..მიყვარს მიხვედრილი ხალხი..
ძალიან არ მინდა ახლა აქ ჩემი პესიმისტური, მელანქოლიკური განწყობა და აზრები გადმოვაფრქვიო..და არც ვაპირებ... 

არ მიყვარს ადამიანების შეწუხება და მაქსიმალურად ვერიდები კიდეც...ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ შაბათ-კვირას დაველაპარაკებოდი ხალხს :D არ გაგიკვირდეთ...სხვა უფრო უცნაური პრინციპებიც მაქვს :D
ვინაიდან და რადგანაც ბევრი ტლიკინი არ მიყვარს

(არც ჩემგან და არც სხვისგან) ამიტომ პუნქტებად ჩამოვწერ..მეტი კონკრეტიკა ძვირფასებო..მეტი კონკრეტიკა..:D თორე ერთსაათიანი სულისშემძვრელი მონოლოგებით ნატოში ვერ შევალთ...(ფაქტი სახეზეა,ვერც შევდივართ ;)) 

ესე იგი..მიყვარს:
როცა ჩუმად ვარ და ამ სიჩუმეში ხელს არ მიშლიან
როცა მაცივრის საყინულე ნაყინითაა გამოტენილი..(არა შეიძლება არც ვჭამო მაგრამ როცა ვიცი რომ სადღაც ახლოსაა მშვიდად ვარ )
როცა ჩემი მობილურის ზარი მესმის...ოღონდ იმ გამონაკლისის გარდა როცა "უფროსობა"მირეკავს  :P

როცა ვინმე კივს ან ფორთოხალს მითლის..(წვენის დაწურვა ჩემზე იყოს)
როცა მაგიდაზე "ალპენ გოლდის" დიდი შეკვრა მხვდება
როცა ადამიანი მატყუებს მაგრამ თან ნერვიულობს..(მიხარია იმის გაცნობიერება რომ სინდისი კიდევ შერჩა)

როცა ვინმეს ვუყურებ, რომელმაც იცის რომ ვუყურებ მაგრამ სპეციალურად არ მიყურებს :P
როცა ადამიანების შოკირების ხასიათზე ვდგები
როცა ფიქრიდან ოცნებამდე ზღვარი იშლება
როცა სასიამოვნო მოსაუბრეს ვპოულობ ( შეგნებულს და თავისუფალს)
როცა ვარსკვლავებიან ცას ვუყურებ

როცა ვინმეს ღიმილს ვაკვირდები
როცა მარტო ვარ მაგრამ თავს მარტოდ არ ვგრძნობ
როცა რეალობა სიზმარზე უკეთესია

როცა გულიც და გონებაც ერთნაირად ფიქრობს
როცა ვაცნობიერებ რომ არაფერს ვნანობ
როცა წარსულზე ვფიქრობ
როცა შემიძლია ვინმეს დავეხმარო,ვინც იმსახურებს
როცა მაქვს საშუალება ვინმეს მთელი გულით ჩავეხუტო და შინაგანად არაფერი მაკავებდეს

როცა ვინმეს ჩემნაირი მუსიკალური გემოვნება აქვს
როცა ურთიერთობა მინდა (ანუ სულ) :P და იგივე დამოკიდებულებას ვგრძნობ სხვისგან
როცა იმაზე ვფიქრობ რომ 7 მილიარდი ადამიანიდან ერთის მზერაც ფიქრიც და გულიც ჩემია : )
როცა უბრალოდ ვაცნობიერებ რომ ყველაფრის საწყისი სიყვარულია...ანუ უფალი...

...არ მიყვარს:
როცა ზედმეტ კითხვებს მისვამენ (რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს)
როცა ვინმე უაზროდ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას
როცა ცარიელ და ცივ მზერას ვგრძნობ...და
როცა ამ მზერის პატრონი სიტყვებით საპირისპიროს ამტკიცებს...
როცა ცუდად ვარ და მაინც მეკითხებიან რა გჭირსო..

როცა ჩემს ირგვლივ ამბიციური და პირველობისთვის მებრძოლი ბრბოა
როცა ახლობელი ადამიანიც კი ცდილობს გადაგისწროს და შენი ადგილი დაიკავოს
როცა სარგებლისთვის უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ
როცა მარტო ყოფნისას სხვას აკეთებენ და  საზოგადოებაში რადიკალურად იცვლებიან
როცა უცოდველობის ნიღაბს ირგებენ

როცა ღმერთის სიახლოვეს ვერ გრძნობენ
როცა სიყვარულზე უგრძნობლობით პასუხობენ

როცა ყველაფერს ისე იღებენ როგორც ხედავენ და არა ისე როგორც საჭიროა
როცა უბრალოდ ადამიანებს ერთმანეთის გაგება და შეყვარება ეზარებათ...და
როცა ამაში შენ გადანაშაულებენ...
როცა რთულ მომენტში ყველაფერს ღმერთს აბრალებენ

როცა უბრალოდ მოსმენა არ იციან..და
როცა ვერ "გხედავენ".........


                          
                           სხვას ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ ჩანაწერის გაკეთებამდე კარგ ხასიათზე ვიყავი :) ....
                                                                                                                სიყვარულით: NiiiNuca

ხანდახან იცის ხოლმე :D:D



დილას ჩვეული რიტუალით ვიწყებ..ჭიქა ყავა და დაუმთავრებელი ფიქრის ესკიზები...რატომღაც მავიწყდება წინა დღით საკუთარი თავისთვის მიცემული ადრე ადგომის, ლოცვების წაკითხვის და გამოსწორების პირობა..ახლა სულიერი ჰარმონიის აღდგენას შოკოლადის ფილით და მარტის სურნელდაფრქვეული გემრიელი ფორთოხლით ვცდილობ...და იცით??? გამომდის კიდევაც ...: )


ასეთ მომენტებში თავს პატარა, კიკინებიან გოგოდ ვგრძნობ.რაღაცას რომ იეშმაკებს და თავისი საქციელით კმაყოფილია..

(თეოს პროფილში წაკითხული ლექსი მახსენდება)..მინდა სკამზე ვიჯდე, ფეხებს ვიქნევდე..(ჯერ ხომ პატარა ვარ და იატაკამდე ვერ ვაწვდენ)..არ მიწევდეს შენიშვნების მოსმენა და ამდენი არაფრისმკეთებელი კეთილისმსურველის იგნორირება ერთი შეძახილით შემეძლოს..."ცუკველა გაცუმდეეეს!!!" (ეს გაბუტული ხმით:P)
 მერე ისევ დიდი გოგო ვხდები, სხვა რა გზაა...:(...ხანდახან სიყვარულის მოვალეობაც მახსენებს თავს მესიჯების სახით.."მიყვარხარ..ვგიჟდები..ვაფრენ შენზე"....ვერაფერს იტყვი, სასიამოვნოა...(კმაყოფილია პატარა გოგო)...

მაგრამ...ოჰჰ, ეს "მაგრამ" რომ არ არსებობდეს რამდენი რამ შეიცვლებოდა...თუმცა ძალიანაც კარგი რომ არსებობს...ჩემი თავი ასეთიც მომწონს...
მერე გრძელდება....ალბათ ეწყინებოდა იმის გაგება რომ....მის გარდა ხანდახან...წამიერად..სხვაც ჩნდება...ზოგჯერ სახელიც არ აქვს...უფრო აუსრულებელი სურვილია...რომელიც მარტო კვალს ტოვებს....თუმცა საკმაოდ ღრმა კვალს.... მეხსიერებაზე...

შუადღე იწურება...

საღამოსთან ერთად ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება...მზის ცხელი მირაჟი ქრება...რჩება მხოლოდ ყველაფერი ნამდვილი...ნამდვილი კი ჩემთვის ამწუთას ის თბილი, ტკბილი და თავბრუდამხვევი შეგრძნებაა, მუცელში პეპლების ფრენას რომ მოგაგონებს..

თითქოს ატრაქციონზე ზიხარ..თუმცა არ გეშინია, რადგან გვერდით ვიღაცის ძლიერ ხელს გრძნობ და ზუსტად იცი, რომ ის უსაფრთხოების ქამარზე მეტად დაგიცავს..:)

ამბობენ სიყვარული ტელეპატიური გრძნობააო...არ ვიცი...მაგრამ ის კი ვიცი რომ ჩემსა და მას შორის მანძილს მნიშვნელობა არა აქვს.....
"შენ ჩემი ანგელოზი ხარ"...ვკითხულობ...მეღიმება...თუმცა არა ისე, როგორც პატარა, ეშმაკუნა კმაყოფილ გოგოს...ახლა ხომ საღამოა..ახლა ყველაფერს საკუთარი სახელი ერქმევა...ახლა მე შენი თვალების და ხელების სითბოს...შენს არსებობას შეჩვეული ქალი მქვია....

მდაა...იყო დრო როცა ესეთებსაც ვწერდი : )))                
                                                                                                                   სიყვარულით: Niiinuca               


вторник, 2 августа 2011 г.

ვინ ვარ მე?? :)


მიყვარს- ადამიანები
ვოცნებობ-რომ ერთხელ ჩემს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული
ვფიქრობ-24 საათი
მძულს-არავინ 
ვნანობ-დაუნანებლად დახარჯულ დროს

მენატრება-გულიანი გაღიმება
მსურს-სიმშვიდე
მაღიზიანებს-ამბიცია და შური
მეშინია-რომ ერთ მშვენიერ დღეს....
ვიცი-რომ ყველაფერი კარგად იქნება
არ ვიცი-არაფერი ამქვეყნად ..ტუტუცი ვიყო...

შემიძლია-ყველაფერი. მთავარია მინდა თუ არა
არ შემიძლია-უსიყვარულოდ
ვმეგობრობ-ვინც მემეგობრება იმასთან
ვაპატიებ-ყველაფერს, უპატიებელი არაფერია...
ვტირი-როცა მარტო ვარ
ვიცინი-და ვფიქრობ...
ვეძებ-თუმცა ზუსტად ვიცი ვერ ვიპოვნი...
ღირსი ვარ-ერთი მაგარი შემოლაწუნების...

ვკარგავ-იმედს 
მშურს-NASA-ს თანამშრომლების
ვემალები-ზარებს მობილურზე
ვემტერები-ძალით "მაჩოებს"
მაინტერესებს-რატო ეზრდება ამ ხალხს ცხვირები გეომეტრიული პროგრესიით
არ მაინტერესებს-არავისი არაფერი..(უკითხავად) ყველას კისერი უტეხია...

მახსოვს-ყველაფერი დეტალურად 3 წლის ასაკიდან
მრცხვენია-რაღაც რაღაცეების 
უარვყოფ-სიყალბეს და სიაფანტობას
ვავადმყოფობ-როცა ნერვების ბალანსი 0-ზეა..
ვმალავ- რაღაც რაღაც ინფორმაციებს ჩემს ტვინის ხვეულებში
ვინახავ-ყველა მოგონებას

მწამს-მარტო უფლის
მიკვირს-რატომ არ მიკვირს არაფერი
მიხარია-როცა ვუყურებ რომ უხარიათ
ვჭორაობ-მე?? ნერგაძის ასულს ეგ მეკადრება? :)
ვდარდობ-სუულ...სადარდებელს რა გამოლევს..
ვამაყობ-რომ ადამიანთა რასის წარმომადგენელი ვარ
ვეფერები-ვისაც მინდა:D

მსიამოვნებს-სითბო..(ამინდს არ ვგულისხმობ)
მესიზმრება-ძაალიან სტრანნი და ფინთი სიზმრები
ვეწევი- იხვების პოპულარიზაციას
მწყინს-უგულობა
ვხარჯავ-ყველაფერს რაც იხარჯება
ვღალატობ-ნერვებს
ვკამათობ-უკიდურეს შემთხვევაში
ვუხეშობ-ნებსით თუ უნებლიედ...
ვუსმენ-ყველას, ვუჯერებ-არავის
ვყოყმანობ-დავიკიდო თუ არა ყველაფერი გლობალური მასშტაბით..
ვკითხულობ-მეასეჯერ ბულგაკოვს
ვამზადებ-მორალურ დარტყმებს :D
ვუყურებ-რაც დამაინტერესებს
ვკლავ-კოღოებს და დროს...
ვცხოვრობ-როგორც მეცხოვრება
ვყვირი-როცა ზედმეტ შეკითხვებს მისვამენ
ვმღერი-აბაზანაში (სინდისი მყოფნის)


ვასრულებ-მონოლოგებს სარკის წინ
ვმკურნალობ-ნევროზზე
ვერიდები-კონფლიქტებს
ვთამაშობ-მოთამაშეებთან
ვიტყუები-იშვიათად და უწყინრად...
ვეთაყვანები-აუფფფ...საქმე თუ მქონდეს მეტი უნამუსო ვიყო..
ვგიჟდები-რამანწიკაააზე....

ვაგროვებ-განაწყენებული ბიჭების კოლექციას
ვეჭვიანობ- კაი რა, სად მაქვს მაგის თავი..კისერი უტეხია(თ)
“ვკაიფობ”-ტვინდაბნელებულებზე,გრძნობამორეულებზე და მატყუარებზე
ვიზიდავ-ჩემდა გასაკვირად ყველა დეგენერატს და გზააბნეულს..
ვალამაზებ-დროდადრო ცხოვრებას სასიამოვნო წუთებით
მაპატიეთ-თუ მაპატიებთ... : )
                                                                                                                       სიყვარულით: NiiiNuca

რაღაც რაღაცეები ჩემზე...

კააიც, ესეიგი ავხადოთ ფარდა საიდუმლოებას და დავფქვათ ყველაფერი საკუთარ თავსა ზედა.

სანამ პიროვნულობას შევეხებოდეთ უპირველეს ყოვლისა ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და გამომდინარე აქედან ვიცავ ყველა იმ ვალდებულებას და მოვალეობას რაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ჩემი აზრით იდეაფიქსი უნდა იყოს..სახელმწიფოსთან მიმართებაში.. და ძალიან ვბრაზდები როცა ვიღაც, ძალით ტვინიკოსის ჰაბიტუსით შემკული უმადურობის გარდა არაფერს აკეთებს და კრიტიკაში ატარებს ყველაფერს.

ჰუუჰ...ამოვისუნთქოთ ცოტა..სხვათა შორის მახასიათებს ძალიან მძიმე ხასიათი, იმდენად მძიმე რომ ხანდახან მეც მიჭირს ატანა და მერე კარგა ხანს სარკესთან მდგარი ვუსმენ საყვედურებს..საკუთარი თავისგან :):)

  საერთო შეფასებით ვარ რთული პიროვნება,რომელმაც თვითონაც არ იცის რა უნდა ( ეს უკანასკნელი ბებიაჩემის მოსაზრებით). სინამდვილეში მე კი ვიცი რაც მინდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ლაპარაკზე მეტად მოსმენა მიყვარს,ამიტომ ძირითადად ნაცნობებისთვისაც და უცნობებისთვისაც  X-უცნობიანი განტოლებასავით ვარ. და სამწუხარო ისაა რომ განტოლებების ამოხსნის მცდელობა ბევრისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.( ეს ისე...გოგოშკური სენტიმენტები)..

არ შემიძლია და არც მინდა უსამართლობის, ბოროტების, ცინიზმის ატანა. არ მომწონს კონფლიქტური, აგრესიული, ამბიციების ტყვეობაში მყოფი ადამიანები..არ ვემორჩილები "ვიღაცის" მიერ დადგენილ წესებს..არ ვცნობ შაბლონურ ქცევებს და ნორმებს. თუ შემეკითხება ვინმე, შეძლებისდაგვარად მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი თითქმის ყველაფერზე, არავის არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებებს და სხვებისგანაც იგივეს ვითხოვ. და რაც მთავარია პრაქტიკულად შეუძლებელია ჩემი გაბრაზება.

ვთვლი რომ ამქვეყნად ბევრს არაფერს მოვითხოვ..უფრო სწორად საერთოდაც არაფერს მოვითხოვ..( არ ვთვლი რომ ადამიანს რაიმეს მოთხოვნის უფლება აქვს). შეძლებისდაგვარად მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს და მიუხედავად ყველაფრისა უფლისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიყვარს ადამიანები, ყველანაირი "ჯიშის" და ხასიათის...და განსაკუთრებით მიხარია თუ ვინმე შეგნებულ, გონებაგახსნილ და "სიყვარულის მცოდნე"-ს  ვხვდები...ზუსტად ეს 3 კრიტერიუმია,რითიც შეიძლება ადამიანი შევაფასო...მიყვარს უბრალოება და "ნამდვილი ურთიერთობები"... არასდროს ვითხოვ დახმარებას და ვეხმარები იმათ, ვინც იმსახურებს.

მჯერა უფლის, ნების თავისუფლების, პეპლის ეფექტის და იმის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. და ჩემთვის მიზანი არასდროს არ ამართლებს საშუალებას.
სამართლიანობა, პრინციპები და სიყვარული..ოღონდ ნამდვილი სიყვარული...სულ ეს არის : )))        
                                                                                                                          სიყვარულით: NiiiNuca



კაი გამარჯობა თქვენ!

ესე იგი...მოგესალმებით ჩემი პირველი პოსტით. მინდა ვთქვა რომ წერა ჩემთვის უცხო საქმე ნამდვილად არ არის მაგრამ ინტერნეტი და ბლოგოსფერო უდავოდ ახალი ეტაპია.

პრინციპში ამ წუთამდე ვერ ვხვდები რატომ უნდა ვწერო აქ,როცა შემიძლია იგივე ჩემს დღიურსაც გავუზიარო და არ მქონდეს იმის დისკომფორტი რომ ვინმე ჩემი ძალიან ახლობელი წაიკითხავს და მერე კითხვებით ტვინს შემიჭამს :)

თუმცა ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები აშკარად ღირებულებების გადაფასების პერიოდი მიდგას და აქამდე თუ საკმაოდ გულახდილ ადამიანად მიცნობდნენ, აწი მსუბუქად რომ ვთქვათ მითუმეტეს ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი ჩემს თვითგამოხატვის მანერაზე და ზოგადი შეხედულებები იმ საკითხთან დაკავშირებით,თუ რამდენად გახსნილი უნდა იყო ადამიანებთან. ასე რომ,წერისთვის თემები და მასალა იცოცხლე, არ მომაკლდება :D:D

თუმცა ერთი საკმაოდ დიდი პრობლემა არსებობს. ზოგადად ბლოგერები საკუთარი ბლოგით "სუნთქავენ" და შვილივით უვლიან. მე კიდე გულწრფელად მშურს ისეთი ადამიანების ვინც რაიმე კონკრეტულის მიმართ ინტერესს მუდმივად ინარჩუნებენ. დიდი ხნით ყურადღების კონცენტრირებას ვერასდროს ვახერხებ ხოლმე..მაგრამ ამჯერად, ჩემ თავს პირობას მივცემ, რომ ჭკვიანად მოვიქცევი და ამ ბლოგს მაინც ვაღირსებ შედარებით დიდხანს მზის სინათლეს...ტელოხურო...:D


ეჰჰ..რიავიცი რიავიცი...ჩემი ცხოვრებიდან ერთი ის დავასკვენი რომ წინასწარ არაფერი უნდა გათვალო და დაგეგმო, თუ არ გინდა მერე ბედისგან მასხრად აგდებული სასაცილო(სატირალ)  მდგომარეობაში აღმოჩნდე...
ახლა ეს ბოლო ძალიან პათეტიკურად გამომივიდა და ნუ მიაქცევთ ყურადღებას.....
                                                                                                                           სიყვარულით: NiiiNuca